04:14 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-30 15:14:55, 1743 ნახვა

საზოგადოება
3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის დედა: ჩემს შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამას ექპერტიზა დაადასტურებს

 „ჩემ შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და მკურნალობდა, თუმცა მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა“, - ამის შესახებ პეკინის გამზირზე 3 წლის ბავშვის დაჭრაში ბრალდებულის, თამარ საძაგლიშვილის დედის, მანანა ჩხიკვაძემ განაცხადა.

როგორც ბრალდებულის დედამ აღნიშნა, ექსპერტიზა აღნიშნულ საკითხს დაადასტურებს.

„ჩემს შვილს რადგანაც აქვს ფსიქიკური პრობლემები. ეს სასამართლოს ექსპერტიზით დადასტურდება. ამის მიხედვით იმსჯელებენ მერე. მკურნალობდა, ფსიქიატრიულში იწვა. სახლშიც დადიოდა ექიმი, დანიშნულებაც ჰქონდა, წამლებსაც იღებდა. მერე რაღაცა პერიოდი რემისია ჰქონდა და შეწყვიტა წამლების მიღება. ალბათ ეგონა, რომ გამოჯანმრთელდა. საერთოდ ჩვეულებრივად გადიოდა ქუჩაში. ჩვეულებრივად ყიდულობდა პროდუქტს, მოჰქონდა სახლში. ჩვეულებრივად სახლის საქმეებს აკეთებდა, ეს რატომ მოხდა და როგორ მოხდა, არ ვიცი, ვერ გეტყვით.  მხატვარია, კარგი ადამიანია, უკანასკნელს გაიხდის და სხვას მისცემს“, - აღნიშნა თამარ საძაგლიშვილის დედამ.  

შეგახსენებთ, რომ პეკინის #11-ში გამვლელი ქალი 3 წლის ბავშვს თავს დაესხა და მას სახის არეში, ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. ბავშვი მშობლებთან და მცირეწლოვან დასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც მოხდა თავდასხმა. ამის შემდეგ, ქალმა დაჭრილის დისკენ გაიწია და თავდასხმა მასზეც სცადა, თუმცა მცირეწლოვანი გოგონა მამამ დაიცვა. თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა და ის დღეს სამართალდამცველებმა დააკავეს.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics