|
2019-08-30 14:05:09, 801 ნახვა
რეგიონი
გიორგაძე: ზუგდიდში, დევნილებისთვის ბინების განაწილების საკითხზე აპლიკაციების მიღება იწყება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დევნილების გახშირებული შეჭრისა და ბინების განაწილების საკითხზე ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, სამინისტრომ უკვე დავიწყო საინფორმაციო კამპანია ყველა იმ ღონისძიებებთან და აქტივობებთან დაკავშირებით, რომელიც დევნილთა განსახლების მიმართულიებით ხორციელდება. მისივე განმარტებით, აპლიკაციების მიღება ზუგდიდის ბინებზე ორშაბათიდან იწყება. ამასთნ, უახლოეს მომავლში განაცხადების მიღება თბილისისა და ქუთაისის ბინებზეც დაიწყება. „ბოლო დროს, საეჭვოდ გააქტიურდნენ პირები, რომელთა წაქეზებითა და ხელშეწყობითაც დევნილთა გარკვეული ჯგუფები აქტიურად იჭრებიან კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ფართებში და უკანონოდ იკავებენ. იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს. დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ დევნილ მოსახლეობას, ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევას, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.ნუ ენდობით მათაც, ვინც გარკვეული საფასურის გადახდით, გპირდებათ ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.
(NS)
შსს: ჩოხატაურში ერთი პირი დაჭრეს, ის გარდაიცვალა - პოლიციამ 1 პირი დააკავა
Reuters: უკრაინული დრონების დარტყმების შედეგად რუსეთის ცენტრალურ ნაწილში თითქმის ყველა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა შეაჩერა
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)