|
2019-08-30 11:41:36, 1436 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი - პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რატომ შევიწყალე არ გეტყვით
რატომ შევიწყალე, ამას ნამდვილად არ გეტყვით, ეს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძის შეწყალებასთან დაკავშირებით განაცხადა. პრეზიდენტი წუხს რადგან, ევროპის შუაგულში, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები იხილება, უცებ აღნიშნული თემა გახდა სალაპარაკო. „რატომ შევიწყალე ამას ნამდვილად არ გეტყვით. ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება და ყველა იურისტმა და არაიურისტმა იცის ეს კარგად. ეს თემა გახდა უეცრად სალაპარაკო მაშინ, როდესაც აქ ამდენია სალაპარაკო და პოზიტივი, მაგრამ ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადებაა უფრო დეტალური გასაკეთებელი მე ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაკეთდეს თბილისში. მაინც მინდა ვთქვა, რომ ვწუხვარ, როდესაც ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები იხილება დღეს ევროპის შუაგულში და აქცენტის სხვა საკითხზე გადატანის მცდელობებია. იმის მაგივრად, რომ ვიყოთ გაერთიანებული იმ საკითხებზე, რომლებიც არის მთელი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანი ამას ვერ ვახერხებთ. თუნდაც ის ,რომ დამელოდონ ორი დღე თბილისში და მიიღონ პასუხები თბილისში. დღეს მნიშვნელოვანია აქ რაც ხდება იმაზე ვისაუბროთ. ჩავალ თბილისში, არსად არ გავიქცევი და ვნახავთ რა არის პასუხი“, - განუცხადა ზურაბიშვილმა „იმედს“. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. არსებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებული რამაზ დევაძე, რომელიც ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. რამაზ დევაძეს 2015 წელის 18 სექტემბერს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)