|
2019-08-26 18:12:46, 1688 ნახვა
საზოგადოება
დიღმელაშვილი: „ფორსაჟის“ გადაღება „სირცხვილიას“ ხელს არ შეუშლის
„ფორსაჟის გადაღება სირცხვილიას“ ხელს არ შეუშლის, - ამის შესახებ ანტისაოკუპაციო აქციის ორგანზიტორმა შოთა დიღმელაშვილმა facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. დიღმელაშვილის განმარტებით, საშუალება მიეცათ, ფილმის გადამღებ ჯგუფთან შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაემართათ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებისთვისაც მიეღწიათ. „თანამემამულენო, როგორც იცით ხვალიდან, რამდენიმე დღით, რუსთაველი იკეტება ჰოლივუდური ფრანშიზის, Fast and furious (ე.წ. "ფორსაჟი") გადასაღებად. ისიც იცით, რომ პარლამენტის წინ შსს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით უკვე ორ თვეზე მეტია, ჩვენი მშვიდობიანი მანიფესტაცია იმართება; აგვისტო-სექტემბრის განმავლობაში ამ ტერიტორიიდან, 20:20 სთზე, მედიაპროექტი #სირცხვილია მაუწყებლობს ყოველდღიურ რეჟიმში და ონლაინრეიტინგების რეკორდებს ხსნის. გეგმის მიხედვით 20 სექტემბრამდე ასე გაგრძელდება, 20 სექტემბერს კი "გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი, გამოდი გარეთ!" – ვუბრუნდებით მასობრივი აქციის ფორმატს. მოგეხსენებათ, საინფორმაციო ველი მოცულია საბიუჯეტო და კერძო სახსრებით ხელგაშლილად დაფინანსებული დეზინფორმაციული გვერდებითა და არხებით, რომლებიც ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებისთვის მებრძოლი მანიფესტაციის დისკრედიტაციას ცდილობს. ამიტომაც ამ ორი მოვლენის – "ფორსაჟის" და "სირცხვილიას" – თანაკვეთის შესახებ ყალბი სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად (როგორიც შეიძლება იყოს "ამათ გამო ქვეყანა მილიონებს დაკარგააავს!!!"), საჭიროდ ჩავთვალეთ დაგვეზუსტებინა, რომ ჩვენ კვირების წინ შევხვდით Fast and furious-ის გულისხმიერ გუნდს და შევთანხმდით რაღაცებზე. კერძოდ: მართალია რუსთაველი ჩაკეტილია, მაგრამ Fast and furious-ის გადაღება მიმდინარეობს მხოლოდ დღის შუქზე, ხოლო 20:20 საათისთვის, როცა #სირცხვილია იწყება, გადაღების პროცესი დასრულებული იქნება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა შეუფერხებლად გავაგრძელოთ მანიფესტაცია არსებული ფორმატით. ორივე მხარე ერთმანეთის დაუბრკოლებლად გააკეთებს საკუთარ საქმეს. აქამდე შესაძლებლობა არ მქონია, საჯაროდ მადლობა გადამეხადა ამ გუნდის როგორც ქართული, ისე ამერიკული მხარისთვის. უღრმესი მადლობა მათ, რომ თავადვე გამოიჩინეს ინიციატივა და უმაღლესი სამოქალაქო თვითშეგნება!“ - წერს შოთა დიღმელაშვილი.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)