|
2019-08-26 13:26:11, 1260 ნახვა
საზოგადოება
ქართული ქარვისფერი ღვინოები კორეაში წარადგინეს
კორეის რესპუბლიკის ქალაქ დეჯონში ქარვისფერი ღვინოების სპეციალური დეგუსტაცია გაიმართა, სადაც საქართველო, ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარემ, ანა გოდაბრელიძემ წარმოადგინა. ღონისძიებას, სადაც 12 ქარვისფერი ღვინო საქართველოდან და მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყნიდან (იაპონია, ხორვატია, ახალი ზელანდია, იტალია, სლოვენია) იყო წარმოდგენილი, მსოფლიოში ცნობილი ღვინის მწერლები, იმპორტიორები და სომელიები, სულ 100-მდე ღვინის პროფესიონალი დაესწრო. დეგუსტაციის შემდეგ გაიმართა მსჯელობა, თუ რა პერსპექტივა აქვს კორეის ბაზარზე ქარვისფერ ღვინოებს. აქვე 12 დეგუსტატორს საპატიო სერტიფიკატები გადაეცა. აღნიშნული დეგუსტაცია დეჯონში გამართული ღვინის კონკურსის „აზია ვაინ ტროფის" (Asia Wine Trophy) ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა. ვაზისა და ღვინის მსოფლიო ორგანიზაციის (OIV) პატრონაჟით, „Asia Wine Trophy" მეშვიდედ გაიმართა და ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინის კონკურსად ითვლება. მასში მსოფლიოს 35 ქვეყნის 4 ათასზე მეტი ნიმუში იყო წარმოდგენილი. ჟიურის შემადგენლობაში იყო 127 ღვინის პროფესიონალი მსოფლიოს 26 ქვეყნიდან. აღნიშნული ღონისძიება კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლობის ნაწილია, რომლის მიზანია კორეის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და შესაბამისად ექსპორტის გაზრდა. საქართველო ასევე საპატიო სტუმრის რანგში იყო მიწვეული დეჯონის ღვინის ფესტივალის გახსნაზე, რომელშიც დეჯონის მთავრობის წარმომადგენლები და ღვინის პროფესიონალები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მონაწილეობდნენ. საქართველოდან აღნიშნულ ღონისძიებას ანა გოდაბრელიძე დაესწრო.
(NS)
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)