06:18 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-26 11:59:38, 2039 ნახვა

მსოფლიო
ამერიკამ ახალი ანტირუსული სანქციები აამოქმედა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს. ე.წ. სკრიპალების საქმის გამო, ახალი სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის ფედერალური მთავრობის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. 

ინფორმაციის თანახმად, ახალი სანციები ოფიციალური მოსკოვის წინააღმდეგ ძალაში დღეიდან შევიდა. ახალი სანქციების საფუძველზე, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რუსეთს კრედიტების გაცემაზე უარი უნდა უთხრან. ამასთან, ამერიკულ ბანკებს რუსეთის მთავრობისთვის უცხოურ ვალუტაში კრედიტების გაცემა აეკრძალათ.

ახალი შეზღუდვები სულ მცირე 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. სანქციები ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოამზადა. 

ცნობისთვის, რუსეთის „გრუ“-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამლვის გამო ამერიკამ რუსეთს სანქციები პირველად 2018 წლის აგვისტოში დაუწესა. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ვაშინგტონი უფლებამოსილია შემოიღოს შეზღუდვები იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა. ამავე კანონის თანახმად, თუ ამერიკის პრეზიდენტი ვერ ადგენს, რომ ქვეყანამ ქიმიური იარაღის გამოყენება შეწყვიტა, ის ვალდებულია სანქციების მეორე პაკეტი აამოქმედოს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics