|
2019-08-24 13:21:27, 1563 ნახვა
საზოგადოება
ჩუგოშვილი: პროკურატურამ ისე უნდა წარმართოს პროცესები, რომ კერზაიას ოჯახს ჰქონდეთ განცდა, გადაწყვეტილება სამართლიანი იყო
პროკურატურამ ისე უნდა წარმართოს პროცესები, ია კერზაიას ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილება იყო მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა. ჩუგოშვიის შეფასებით, სამწუხაროა, როცა ოჯახის წევრებს აქვთ განცდა, რომ საქმე სათანადოდ არ იყო გამოძიებული. „როდესაც ოჯახის წევრებს და შვილს აქვთ განცდა, რომ არ იყო სათანადოდ გამოძიებული საქმე, ეს არის ძალიან სამწუხარო. პროკურატურამ უნდა სცადოს, სათანადო ინფორმირება მოახდინოს მისი ან წარმართოს პროცესები ისე, ოჯახის წევრებს ჰქონდეთ განცდა, რომ სამართლიინი გადაწყვეტილება იქნა საქმესთან დაკავშირებით მიღებული. ბუნებრივია, ძალიან სამწუხაროა,როდესაც ოჯახის წევრს ჩრჩება განცდა, რომ გადაწყვეტილება მათ მოლოდინებს არ შეესაბამება“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა. შეგახსსენებთ, რომ გუშინ გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება მიზეზად „დანაშაულის არარსებობას“ ასახელებს.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)