|
2019-08-23 19:27:24, 1388 ნახვა
საზოგადოება
სოფელ საყავრეში მეხანძრე მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ლევან ღირსიაშვილის განცხადებით, სოფელ საყავრეში მეხანძრე მაშველები მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ. როგორც მან ჟურნალისტებს განუმარტა, ამ ეტაპზე აგრეთვე ზარალის დათვლის პროცესი მიმდინარეობს. "დაახლოებით 40 ჰექტრამდე არის დამწვარი, აქედან 10 ჰექტარი არის სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორია. დანარჩენი 30 ჰექტარი არის ბალახი. ზიანის დათვლა მიმდინარეობს. მიმდებარე ტერიტორიაზე არის სოფლები და საძოვრები. ამ ეტაპზე ხანძირს გაჩენის ზუსტი მიზეზის დადგენა გვიჭირს, ამიტომ დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ღირსიაშვილმა. შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ხოჯევანიშვილის ინფორმაციით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. "ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ამინდი ცოტა გაუარესდა, თუმცა ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობას აგრძელებენ. ჩართულია სპეცტექნიკაც. ადგილზე საგანგებო შტაბი მუშაობს", - აღნიშნა ხოჯევანიშვილმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)