08:15 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-22 10:55:07, 910 ნახვა

საზოგადოება
„ფორსაჟის“ გადაღების გამო, „ვაჟა-ფშაველას“ გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა „ბექას ქუჩიდან“ შეიზღუდება

ცნობილი ჰოლივუდური ფილმის გადაღებებიდან გამომდინარე, 23 აგვისტოს 00:00 საათიდან 24 აგვისტოს 00:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვის არეალი გაფართოვდება და ბექას ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მონაკვეთს მოიცავს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ზემოთხსენებულ პერიოდში პეკინის გამზირიდან და ჟვანიას მოედნიდან მეტროსადგურ „დელისის“ მიმართულებით როგორც კერძო, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტი კანდელაკის ქუჩის გამოყენებით იმოძრავებს. ხოლო, ჟვანიას მოედნიდან პეკინის გამზირისკენ გადაადგილება კვლავინდებურად შესაძლებელი იქნება ვაჟა-ფშაველას გამზირისა და ბექას ქუჩის გავლით.

„გარდა ამისა,  მიცკევიჩისა და იონა ვაკელის ქუჩების გავლით მოძრავი ავტობუსი N47 და N171 მიკროავტობუსი მეტროსადგურ „დელისთან“ ცინცაძის, ვლადიმერ და არჩილ ასათიანებისა და თამარაშვილის ქუჩების მეშვეობით მოხვდებიან.

24 აგვისტოდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოძრაობის შეზღუდვა კვლავ რესპუბლიკური საავადმყოფოდან  მეტროსადგურ „დელისის“ მონაკვეთზე გავრცელდება. ვაჟა-ფშაველას გამზირზე ჩვეულ რეჟიმში მოძრაობა 27 აგვისტოს 18:00 საათიდან აღდგება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics