|
2019-08-21 16:33:55, 2787 ნახვა
ეკონომიკა
თურნავა: 2019 წელს დაანონსებულ სამ მიმართულებას კიოლნის მიმართულებაც დაემატება
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ავიაკომპანია „რაინეარი" დააანონსებულ სამ მიმართულებას, რომლებიც 2019 წლიდან დაიწყება, კიდევ ერთ, მეოთხე მიმართულებას დაამატებს, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „რაინეართან" ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. „შეთანხმებულები ვიყავით პირველ ეტაპზე სამი მიმართულებით ფრენის დაწყებაზე, თუმცა პრემიერ-მინისტრთან დღეს გამართული შეხვედრის შედეგად გადაწყდა, რომ სამ მიმართულებას დაემატება კიდევ ერთი - კიოლნის მიმართულება, რომლის ბილეთების გაყიდვა წელსვე, ხოლო ფრენები მომავალი წლის ზაფხულიდან დაიწყება, ", - აღნიშნა ნათია თურნავამ. „რაინეართან" გაფორმებული შეთანხმებების პაკეტი მოიცავს 2019-2020 წლებში თორმეტი ახალი, პირდაპირი მიმართულებით ფრენების დაწყებას ევროპის სხვადასხვა ქალაქში. „პირველადი შეთანხმებით, 2019 წლის ბოლომდე ფრენები დაიწყება სამი ახალი მიმართულებით - ეს არის მილანის ბერგამოს აეროპორტი, სადაც ჩვენ არ გვაქვს ფრენა, ასევე მარსელი და ბოლონია", - აღნიშნა მინისტრმა. ნათია თურნავას განცხადებით, სხვა დანარჩენი მიმართულებები დაანონსებული იქნება მომავალი წლის დასაწყისში და პრიორიტეტი იქნება, რომ ეს იყოს სრულიად ახალი მიმართულებები, ან ახალი აეროპორტები, სადაც დღეს ფრენებს არ ვახორციელებთ. პირველ ეტაპზე Ryanair ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან მარსელისა და ბოლონიის მიმართულებით კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს რეისებს, ხოლო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტიდან კვირაში 4 სიხშირით მილანში იფრენს. პირდაპირი ავიარეისები ევროპის მიმართულებით 2019 წლის 6 ნოემბრიდან დაიწყება.
(NS)
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
ირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
ორ თვეში საქართველოს სანაპიროზე დაახლოებით 40 დელფინი გამოირიყა
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)