|
2019-08-21 16:21:40, 752 ნახვა
რეგიონი
პოპულარული გამოცემები მკითხველებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებენ
ბათუმი თავისი ულამაზესი ტურისტული პროდუქტებით პოპულარული მედიაგამოცემების ყურადღების ცენტრში ექცევა. როგორ გავატაროთ დაუვიწყარი შვებულება ბათუმში - ამ სათაურით სტატიას ბათუმზე კოსმოპოლიტანი აქვეყნებს. სტატიაში ნათქვამია, რომ ბათუმი არაჩვეულებრივი კურორტი სწორედ მისი მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების გამოა, სადაც გარდა პლაჟზე დასვენებისა ბევრი საინტერესო რამის გაკეთება შეიძლება. სტატიაში ყურადღება ძირითად ქალაქის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, სამზარეულოსა და ქალაქში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე კეთდება. კოსმოპოლიტანისგან განსხვავებით ბათუმში დასვენებას ტურისტებს ხავერდოვან სეზონზე ურჩევს გავლენიანი გამოცემა Vogue. ჟურნალისტი მკითხველს ბათუმის სასწრაფოდ მოსანახულებლად 5 ძირითად მიზეზს სთავაზობს. მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, კულტურული მემკვიდრეობა და ბათუმის არქიტექტურული ლანდშაფტი მოხვდა. ბათუმს ლას ვეგასს ადარებს ცნობილი ბრიტანული გამოცემა Emerging Europe. „ბათუმის ცათამბჯენები, რომლებიც კარგად ჩანს როცა თვითმფრინავი ქალაქს უახლოვდება, საქართველოში ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაფიქსირებულ შთამბეჭდავ ეკონომიკურ ზრდას ადასტურებს“ - ასე იწყებს ბათუმზე წერას ჟურნალისტი ქრეიგ ტერპი“. სტატიაში ყურადღება ბათუმის სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ძველ ბათუმს, ბოტანიკურ ბაღსა და ადგილობრივ სამზარეულოს ეთმობა. „თუკი ბათუმში უკვე ყველაფერი ნახეთ, ეწვიეთ ბოტანიკურ ბაღს. ადგილი, რომელიც ქალაქს გადაჰყურებს 1912 წელს გაიხსნა და შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ შეიძლება ყველაზე დიდ ბაღად ჩაითვალოს,“ ამბობს ბოტანიკურ ბაღზე საუბრისას ჟურნალისტი. ვრცელ სტატიას უძღვნის აჭარას ისრაელში, პოპულარული სამოგზაურო ვებ-პორტალი Lametayel, რომელსაც ყოველთვიურად 1,3 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს. „ორსაათიანი ფრენა და თქვენ ისრაელის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ და პოპულარულ ქალაქში აღმოჩნდებით. დიახ, იქ უამრავი სასტუმრო, რესტორანი და კაზინოა, გრძლად გადაჭიმული სანაპირო ზოლი და ბევრი ხაჭაპური, თუმცა თუკი თქვენი მოგზაურობა გინდათ სხვებისგან განსხვავებული იყოს, უმჯობესია ულამაზეს ბუნებას მიაშუროთ“ იწყება სტატია, რომელშიც გარდა ბათუმისა მკითხველს მტირალას ეროვნულ პარკში, ქედაში, ბოტანიკურ ბაღში მოგზაურობასა და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნებას ურჩევენ. www.cosmo.com.ua www.vogue.ua www.emerging-europe.com www.lametayel.co.il პოპულარული მედიაგამოცემების ჟურნალისტებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს. აჭარაზე სტატიებს ასევე ამზადებს Forbse, ჩეხეთის Vogue, Zoe magazine და სხვა გამოცემები.
(NS)
ზურაბიშვილი: არ უნდა გავჩერდეთ და 26 მაისს ძალიან ბევრი ხალხი უნდა გამოვიდეს
ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილს საფრანგეთის მოქალაქეობა ჩამოართვან
Euronews: უნგრეთის ახალი მთავრობა რუსეთის პატრიარქის დასანქცირების მზაობაზე მიანიშნებს
გიორგი ქოჩორაშვილმა Instagram-ზე დიუშენის სინდრომის მქონე მოზარდისა და დედის ინტერვიუ გააზიარა
|
რედაქტორის რჩევით
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
ომი უკრაინაში
სუმზე თავდასხმის დროს ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა, 8 ადამიანი დაიჭრა
უკრაინამ ფრონტის ხაზზე საჰაერო თავდაცვის განადგურებით გზა გაუხსნა თავის დრონებს რუსეთზე თავდასხმისთვის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)