04:43 - 19 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-09 19:15:46, 514 ნახვა

საზოგადოება
რეაბილიტაციის მიზნით მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა გადაიკეტება

112-ის მიმდებარედ დაზიანებული გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, 10 ივლისიდან  მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო გზა დაიკეტება.

ამის შესახებ “ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე კი  მოსახლეობა სპეციალურად გაკეთებული შემოვლითი გზით ისარგებლებს.

112-ის მართვის ცენტრის მიმდებარედ არსებული გზის ეს მონაკვეთი ივნისში მოსული, ჭარბი ნალექის დროს დაზიანდა და მისი ნგრევის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო გახდა გზის სასწრაფო რეაბილიტაცია.

საბურთალოს გამგებლის,  ბექა მიქაუტაძის განცხადებით,   მუხრან მაჭავარიანის ქუჩა ქალაქის ცენტრალურ უბანში მოძრაობის ერთ-ერთი განმტვირთავი მარშრუტია და მისი დაკეტვა თბილისის ისედაც გადატვირთულ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებდა, სწორედ ამიტომ, საბურთალოს რაიონის გამგეობის დავალებით, მომზადდა პროექტი, რომლის  მიხედვით, საავტომობილო მოძრაობა რეაბილიტაციის პროექტის დასრულებამდე შემოვლით გზაზე გადაინაცვლებს, გზის მოწყობა კი  თითქმის დასრულებულია.

მიქაუტაძის განცხადებით, კონტრაქტორი კომპანია სრული დატვირთვით იმუშავებს, რათა დაზიანებული გზის შეკეთება, რაც შეიძლება მალე დასრულდეს და მოქალაქეებმა უსაფრთხოდ გადაადგილება შეძლონ.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოები აგვისტოს ბოლოს დასრულდება.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რა საფთხე ელოდება ონლაინ მედიას რეჟიმის ახალი ცენზურით
რატომ ჰგავს რეჟიმის ინიციატივა, დაამკვიდროს აღვირახსნილი ცენზურა რუსულ მოდელს - განვიხილავთ დეტალურად
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტას“ ახალი კამპანია საგზაო უსაფრთხოების კულტურის გასაძლიერებლად
Anchorსაქართველოს ბანკისა და ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო მოცვის ორგანიზაციის თავმჯდომარე ეწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics