|
2019-08-20 17:23:52, 1138 ნახვა
საზოგადოება
სალია R2-ის ჟურნალისტებს: თუ თვლით, რომ მელაძის გარეშე საქმიანობა არ შეგიძლიათ, გადაწყვეტილება თვითონ უნდა მიიღოთ
„რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ დამოუკიდებლად გააგრძელონ საქმიანობა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით, თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, - ასე მიმართა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ - ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. სალია იმედს გამოთქვამს, რომ ჟურნალისტები ტელეკომპანიაში დარჩებიან და საქმიანობას გააგრძელებენ. „ჩვენ სულ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ვიღაც არის სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის გარანტი. ამ არხზე მუშაობს ძალიან ბევრი პროფესიონალი ჟურნალისტი. დიდი იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან და გააგრძელებენ მუშაობას. მათ საქმიანობაში ჩარევას არავინ აპირებს. ამაში თვითონ დარწმუნდებიან. „რუსთავი 2“-ს და მის ჟურნალისტებს შესწევთ ძალა, რომ გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა ისე, რომ ამაში არავინ ჩაერევა. თუ თქვენ თვლით, რომ ამის გაკეთება ნოდარ მელაძის გარეშე არ შეგიძლიათ, მე ვერაფერს გეტყვით. თქვენი გადაწყვეტილება თქვენ თვითონ უნდა მიიღოთ, თუმცა მე გიდასტურებთ, რომ არ მოხდება თქვენს საქმიანობაში ჩარევა”, - განაცხადა პაატა სალიამ.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)