21:30 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-19 19:22:30, 1329 ნახვა

პოლიტიკა
წილოსანი პრეზიდენტზე - კარგი იქნება, თუ ე.წ. ბორდერიზაციაზე განცხადებას დროულად გააკეთებს

 „კარგი იქნება, თუ დროულად გააკეთებს განცხადებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს გამოეხმაურა, რომელიც ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის შესახებ ამ დრომდე ოფიციალურ განცხადებას არ აკეთებს.

წილოსანი ვარაუდობს, რომ სალომე ზურაბიშვილი ამ თემასთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს მომავალში გააკეთებს.

„ვისურვებდი, რომ მას საჯაროდ დაეფიქსირებინა და რაც შეიძლება დროულად გაკეთებინა განცხადება, თუმცა ასევე ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად გააკეთებს ამ განცხადებას უახლოეს მომენტში. გამიჭირდება მისი დუმილის მიზეზი გამოვიცნო, ასე ვთქვათ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ის დუმილის მიუხედავად, გარკვეულ მოქმედებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, კომუნიკაციაზე იქნება ხელისუფლებასთანაც და მუდმივად იღებს ინფორმაციას, რა ხდება ამ სოფელში და ზოგადად, ოკუპაციის მიმართებით. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ ის დროულად გააკეთებს განცხადებას“,  - განაცხადა ნინო წილოსანმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics