|
2019-08-17 10:01:46, 1222 ნახვა
საზოგადოება
გვარამია: ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დაფუძნდა, საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე
„მაშ ასე, ტელეკომპანია „მთავარი არხი“ დაფუძნდა. საკონტროლო პაკეტის მფლობელი და დირექტორი გახლავართ მე, თქვენი მონა მორჩილი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა. გვარამიამ საჯარო რეესტრის დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ტელეკომპანიის 51%-ს ნიკა გვარამია ფლობს, 49%-ს კი კახაბერ ანჯაფარიძე. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაა, ფინანსური დირექტორი ირაკლი ნიჟარაძე, დირექტორებად კი დიმიტრი საძაგლიშვილი და თამთა მურადაშვილია მითითებული. „წილების ეს კომპიზიცია დროებითია და პირობითი. მალე გაიგებთ ინვესტორების, შენობის, სიხშირის და, თქვენი დიდი იმედი გვაქვს, ანგარიშის შესახებ, რომელზე თქვენი შემონატანი ერთი ლარიც კი ძალიან დაგვეხმარება ჩვენ და იქნება ინვესტიცია საქართველოს დასავლურ და დემოკრატიულ მომავალში. მაშ ასე, ჩვენ ვიწყებთ! ძალიან მალე ეთერში! უფრო ადრე, ვიდრე გგონიათ“, - წერს გვარამია.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)