|
2019-08-15 18:21:09, 1224 ნახვა
საზოგადოება
„კულასა“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ ტყემალში არასაკვები საღებავები აღმოაჩინეს
არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა" ჩატარებული კვლევის შედეგად 6 საკვებ პროდუქტში არასაკვები საღებავი აღმოაჩინა. ორგანიზაციამ თბილისის სხვადასხვა მაღაზიაში შეძენილი 42 დასახელების ტყემლის, პომიდვრის საწებლის, აჯიკისა და წითელი წიწაკის (დაფქვილი) ნიმუშები გერმანიის ლაბორატორიაში არასაკვები საღებავების ჯგუფის (12 საღებავი) შემცველობაზე შესამოწმებლად გააგზავნა. არასაკვები საღებავები აღმოჩნდა შემდეგ პროდუქტებში: • შპს „გსქ კულა“ - ტყემალი წითელი, კლასიკური; • შპს მარნეულის სასურსათო ქარხანა - ტრადიციული წითელი ტყემალი; • შპს „ფუდსერვისი“ ტომატის საწებელი Supremo; • შპს „ეს“ - ეს აჯიკა; • შპს Soledo - ჩილი სოუსი ცხარე; • თეთნულდი - მშრალი აჯიკა. “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მართალია, არასაკვები საღებავები სურსათში უმეტესად მცირე ოდენობითაა აღმოჩენილი, მაგრამ ამ საღებავების სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს სიმსივნის წარმოქმნას ან გენების გადაგვარებას. „სუდანის“ ჯგუფის საღებავები გამოიყენება სურსათისათვის მოწითალო შეფერილობის მისაცემად. 2018-2019 წლებში, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოდან შეტანილი სუნელების 3 პარტიაში გამოვლინდა საღებავი „სუდანი“. საქართველოში მოქმედ ლაბორატორიებს არ გააჩნიათ აკრედიტაცია სურსათში ზემოთ დასახელებული საღებავების საკვლევად. სურსათის ეროვნულ სააგენტოს 2019 წელს დაგეგმილი აქვს სურსათის 10 ნიმუშის შემოწმება „სუდანის“ ჯგუფის საღებავებზე. ნიმუშები საზღვარგარეთ უნდა გაიგზავნოს. ჩავთვალეთ, რომ პრობლემის უკეთ გამოსაკვეთად სასარგებლო იქნებოდა მეტი რაოდენობის ნიმუშის კვლევა, რის გამოც მოცემული ინიციატივა განვახორციელეთ. კვლევის შედეგების თაობაზე იგზავნება წერილები სურსათის ეროვნულ სააგენტოში და შესაბამის მეწარმეებთან. ჩვენ თვალს მივადევნებთ იმას, თუ რა რეაგირება მოჰყვება ჩვენს მიმართვებსა და, ზოგადად, ამ პრობლემის მოგვარებას“, - ნათქვამია “სტატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ განცხადებაში.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)