|
2015-07-09 13:25:48, 2397 ნახვა
კომენტარი
ნარმანია: ვისაც ბაღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, ეტაპობრივად იქნებიან დაკმაყოფილებულნი
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვისაც საბავშვო ბაღებში ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა, ისინი ეტაპობრივად იქნებიან დაკმაყოფილებულნი. მისი თქმით, თბილისის მერიამ საბავშვო ბაღებში სამი ათასი ადგილი უკვე შექმნა და ამ ეტაპზე დამატებით ექვსი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს. „ჩვენ ბაღების რეგისტრაციის თვითონ პროცესი და ტექნიკური საშუალებები გავმართეთ, აქედან გამომდინარე საიტის მეშვეობით რეგისტრაციასთან დაკავშირებით პრობლემა არ ყოფილა, პრობლემას წარმოადგენს მხოლოდ ის, რომ მოთხოვნა მეტია, ვიდრე საბავშვო ბაღებში ადგილების რაოდენობა. ჩვენ სამი ათასზე მეტი ადგილი უკვე გავაჩინეთ ბაღებში, ეს არის დამატებით გარემონტებული ფართები, ასევე საბავშვო ბაღების დაბრუნებული შენობები, რომლებიც ჩვენმა წინამორბედებმა ჩამოართვეს ბაღებს და ჰქონდათ თავიანთ პარტიულ ოფისებად გადაქცეული. ამჟამად 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს, საიდანაც ერთი სექტემბერში გაიხსნება, დანარჩენი კი ეტაპობრივად შემოდგომაზე და მომდევნო წლის გაზაფხულზე, რითაც დამატებით კიდევ შეგვეძლება ბავშვების მიღება. ასევე მომდევნო წლისთვისაც გვაქვს გეგმა. თუ ვინმეს რამე სახის პრობლემა შეექმნა, ისინი მივიდნენ ბაღების მართვის სააგენტოში, გააკეთეს შესაბამისი განცხადებები და ეტაპობრივად დაკმაყოფილდნენ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)