|
2015-07-09 12:40:46, 2462 ნახვა
სამართალი კომენტარი
შს მინისტრი ლიკა კიკიანზე: თუ რაიმე კითხვები დარჩა, მზად ვართ საქმე პროკურატურას გადავცეთ
თუ რაიმე კითხვები დარჩა, მზად ვართ საქმე პროკურატურას გადავცეთ, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს განუცხადა. "თუ რომელიმე პოლიციელმა დაარღვია, ის უმკაცრესად დაისჯება. მოკვლევა დაამთავრა გენინსპექიამ, ეს მოკვლევა დაიდო, დეტალებში ვერ ჩავალ, რატომ არ ამოიღეს კამერები ან რატომ ამოიღეს, ალბათ საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ, რომ ის კამერები ამოეღო. ან არ იყო ინციდენტი იქ მომხდარი, ან ვერ ხედავდა ის კამერები. ზუსტად ვერ გეტყვით, თუმცა მზად ვართ, თუ რამე კითხვებია გადავცეთ საქმე პროკურატურას და გამოიძიონ",- განაცხადა გომელაურმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინათ ლიკა კიკიანმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ კუს ტბაზე მას რამდენიმე პოლიციელმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნული შემთხვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ შეისწავლა და გამოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ლიკა კიკიანის შეურაცხყოფის ფაქტი არ დასტურდება.
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
თურქეთმა შავი ზღვის გავლით რუსული ნავთობის შესყიდვები შეაჩერა
ნატო რუსეთ-ბელორუსის საზღვარზე ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი დრონების ჯგუფს განათავსებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)