|
2019-08-14 11:55:27, 1381 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: ქართველებს და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენი მომავალიც საერთო უნდა იყოს
ჩვენ, ქართველებს და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა. ბახტაძემ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის გაერთიანებას მხოლოდ მშვიდობით და განვითარებით მივაღწევთ. დღეს 14 აგვისტოა, უმძიმესი დღე ჩვენს ისტორიაში, დიდი ტკივილი და ამ უდიდესი ტკივილით ვცხოვრობ მეც, როგორც საქართველოს მოქალაქე. რაც მინდა ვთქვა არის ის, რომ, ჩვენ, ქართველებს და აფხაზებს საერთო ფესვები გვაქვს და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს ტკივილი. ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, საერთო ტკივილი და ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები. მე დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ომის დაწყებიდან 27 წელი გავიდა.აფხაზეთში პირველი შეიარაღებული შეტაკება 1992 წლის 14 აგვისტოს მოხდა, როდესაც საქართველოს სამთავრობო ჯარმა აფხაზეთის საზღვარი რკინიგზაზე წესრიგის დამყარების მიზეზით გაადაკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ ჯარების შესვლის შესახებ აფხაზეთის ხელმძღვანელობა ინფორმირებული იყო, ოჩამჩირის რაიონში აფხაზმა „გვარდიელებმა“ პოლიციელთა კოლონას მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს. ომი 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. კონფლიქტის შედეგად დაიღუპა და უგვზო-უკვლოდ დაიკარგა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი, 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)