16:58 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-08 13:24:31, 1146 ნახვა

კომენტარი
ვაშაძე: „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია

„ქართულმა ოცნებამ“ ეს თარიღი იმისთვის გამოიყენა, რომ დაეწყო საარჩევნო კამპანია, თავს დასხმოდა ოპოზიციას და  აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარი სახელმწიფოსთვის დაეკისრებინა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ  გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან სრულ თანხვედრაშია.

„გუშინ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი იყო. 7 აგვისტო, როდესაც დაიწყო რუსეთის ფედერაციის ფართომასშტაბიანი სამხედრო ტერორისტული აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. ყველა სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი ამ თარიღს გამოიყენებდა იმისთვის, რომ მადლობა ეთქვა ჩვენი გმირი სამხედროებისთვის, ელაპარაკა ოკუპანტ სახელმწიფოსადმი პრინციპულ მიდგომებზე და ეზრუნა იმისთვის, რომ ერი და საზოგადოება გაეერთიანებინა. ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ "თვალსაჩინო"  პირებმა ეს თარიღი იმისთვის გამოიყენეს, რომ დაეწყოთ საარჩევნო კამპანია, დასხმოდნენ თავს ოპოზიციას და 2008 წლის აგვისტოს ომის პასუხისმგებლობა საკუთარ სახელმწიფოსთვის დაეკისრებინათ. აი, ამ მიდგომას შეიძლება საქართველოსთვის სრულიად გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს. ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და არც იმპროვიზაცია არ არის, ეს არის „ქართული ოცნების“ კარგად მოფიქრებული პოლიტიკა, რომელიც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან არის სრულ თანხვედრაში“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics