|
2019-08-06 12:01:23, 943 ნახვა
საზოგადოება
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობას შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლების - დვაბზუს, გაღმა დვაბზუს და მელექედურის მოსახლეობისგან იმ საჭიროებებზე მიიღეს ინფორმაცია, რომელიც მათ აქვთ. შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა ადგილობრივ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროექტები გააცნო. „რეგიონებში ინტენსიური შეხვედრების მიზანია, მოსახლეობამ უშუალოდ მიიღოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ინფორმაცია ყველა მიმდინარე და დაგეგმილ პროექტზე. გურიის სოფლებში გამართულ შეხვედრებზე გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი და მათ შორის ისიც, რომ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი. აღსანიშნავია, რომ გურიის რეგიონში სოფლის მეურნეობის პროექტებით ისარგებლა არაერთმა ბენეფიციარმა. თუმცა, არსებობს ძალიან დიდი პოტენციალი და სახელმწიფო მზად არის მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ყველა დაინტერესებულ ადამიანს მიიღოს სიკეთეები საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული პროგრამებიდან“,- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა. მოსახლეობამ საუბნო გზების მოწესრიგებასთან და გაზიფიცირების საკითხთან ერთად, აგრონომის საჭიროების საკითხი დაასახელა. შეხვედრას პარლამენტის წევრები, გურიის მხარის რწმუნებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ოზურგეთის მერი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)