17:43 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-06 11:02:07, 1288 ნახვა

პოლიტიკა
კრისტოფერ პინჩერი - გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან კრისტოფერ პინჩერთან სატელეფონო საუბარი გამართა.

მინისტრმა კრისტოფერ პინჩერს მიულოცა მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშნვა და უსურვა წარმატებები მომავალ საქმიანობაში. საუბრისას ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში. განსაკუთრებით აღინიშნა უორდროპის სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და იმედი გამოითქვა, რომ ბრექსიტის შემდგომ თანამშრომლობის აღნიშნული პლატფორმა კიდევ უფრო მეტ დინამიურობას შეიძენს.

სახელმწიფო მინისტრმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ გაერთიანებული სამეფო რჩება საქართველოს მნიშვნელოვან მოკავშირედ და მხარდამჭერად. საუბრისას მხარეებმა აღნიშნეს ორმხრივი შეხვედრების აქტიური დინამიკის მნიშვნელობა და დააფიქსირეს ამ კუთხით მზაობა, იქნება ეს ორმხრივი გაცვლითი ვიზიტების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებების ფარგლებში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
კატარის ყოფილი ემირი შეიხ ჰამად ბინ ხალიფა ალ ტანი გარდაიცვალა
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით ხუთი არასრულწლოვანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics