|
2019-08-03 10:36:02, 1852 ნახვა
საზოგადოება
გლდანის განახლებული პარკი საზეიმოდ გაიხსნა
თბილისის მერმა კახა კალაძემ, პრემიერ მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად, დღეს გლდანის განახლებული პარკი გახსნა. საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას დედაქალაქის მერმა სიტყვით მიმართა. კახა კალაძემ ბავშვობის ის წლები გაიხსენა, როდესაც გლდანში ცხოვრობდა და აღნიშნა, რომ მისი წარმატებული საფეხბურთო კარიერა სწორედ გლდანს უკავშირდება. „ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერისა და თანადგომის გარეშე შეუძლებელია იმ პროექტების განხორციელება, რასაც დედაქალაქის მერია აკეთებს. მიხარია, რომ დღეს გლდანში განახლებული პარკი გავხსენით. ეს არის რაიონი, სადაც გავატარე ჩემი ბავშვობის გარკვეული პერიოდი. მართალია, ეს იყო 90-იანი წლები, როცა ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, როდესაც არ იყო ელექტროენერგია, გაზი და ასე შემდეგ, თუმცა, გლდანთან მაკავშირებს განსაკუთრებული სიყვარული. ჩემი წარმატება სწორედ გლდანიდან დაიწყო. გლდანის მესამე მიკრორაიონში ვცხოვრობდი და შეიძლება ითქვას, მთელი ბავშვობა აქ მაქვს გატარებული. როდესაც წინასაარჩევნოდ აქ მოვედი, ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა, რომელთა თხოვნაც იყო, ეს სივრცე მოგვეწესრიგებია. მე მათ პირობა მივეცი, რომ ძალიან მალე ამ პროექტს განვახორციელებდით. დღეს ვარ უბედნიერესი ადამიანი, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს, გაბრწინებულ სახეებიან პატარებს ვხედავ. ყველა თაობის ადამიანს შეუძლია ამ პარკში თავისი სივრცე, ადგილი იპოვოს, ისიამოვნოს. გილოცავთ დღევანდელ დღეს“, - განაცხადა კახა კალაძემ. პარკის გახსნასთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იყო საბავშვო პროგრამა და საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ქართული ესტრადის წარმომადგენლები. ახლადრეაბილიტირებული პარკი გლდანის მე-6 მიკრორაიონის N7 და N20 კორპუსებს შორის მდებარეობს. რეაბილიტაციის ფარგლებში აღდგა ამფითეატრი, ფანჩატურები და შადრევანი; განახლდა საპარკე ავეჯი; მოეწყო კალათბურთის მოედნის საფარი და ტრიბუნა; რეაბილიტირდა და მოიხატა ექსტრემალური სპორტის მოედნის - სკეიტ პარკისა და ე.წ ლოკოკინას კედლები; შეიღება და გასწორდა აუზის ცხაურები; რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ატრაქციონებს; განახლდა ძაღლების სასეირნო სივრცე; აღდგა დაზიანებული ასფალტის საფარი და გადასასვლელი ხიდი, გასწორდა და დაემატა ახალი ჭები; მოეწყო ველობილიკი; დაიდგა ახალი ნაგვის ურნები; „თბილსერვის ჯგუფის“ დახმარებით დაემატა ახალი გარეგანათების ბოძები; დამონტაჟდა ენერგოეფექტური სანათები, მოეწყო მხატვრული მინათება და გაძლიერდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. სკვერში ახალდარგულ 356 ხეს და 60 ძირ ბუჩქს, დაემატა სხვა მწვანე ნარგავებიც, მათ შორის თუთა, წყავის ბუჩქები და წითელი ნეკერჩხლები. 6570 კვადრატულ მეტრ ფართობზე ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, დაიგო 500კვ.მ რულონური ბალახი და ჩატარდა მულჩირების სამუშაოები. სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები, რომლებიც კირქვით მოპირკეთდა. გლდანის განახლებული პარკის გახსნის საზეიმო ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილეები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტისა და საკრებულოს წევრები დაესწრნენ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)