04:35 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-02 12:54:44, 2445 ნახვა

მსოფლიო
Politico: დონალდ ტრამპმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთისთვის ე.წ. სკრიპალების საქმის გამო, ახალი სანქციები დააწესა, - ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში არსებულ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაიით, რუსეთისთვის სანქციების მეორე პაკეტის შემოღების ბრძანებას ამერიკის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სახის შეზღუდვებზეა საუბარი.

მედიის ცნობით, რუსეთის „გრუ“-ს ყოფილი თანამშრომელი სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის იულია სკრიპალის მოწამლვის გამო ამერიკამ რუსეთს სანქციები პირველად 2018 წლის აგვისტოში დაუწესა. ამერიკული კანონმდებლობის მიხედვით, ვაშინგტონი უფლებამოსილია შემოიღოს შეზღუდვები იმ ქვეყნის წინააღმდეგ, რომელმაც ქიმიური ან ბიოლოგიური იარაღი გამოიყენა. ამავე კანონის თანახმად, თუ ამერიკის პრეზიდენტი ვერ ადგენს, რომ ქვეყანამ ქიმიური იარაღის გამოყენება შეწყვიტა, ის ვალდებულია სანქციების მეორე პაკეტი აამოქმედოს. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics