16:40 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-08-01 10:47:12, 1175 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება

ჩვენ უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი, არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც. ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია „იმედის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„მე იმედს ვიტოვებ, რომ ეს პროცესი ალაგდება, იმედს ვიტოვებ, რომ ფრენებიც აღდგება და გავალთ ჩვენს სრულ პოტენციალზე იქნება ეს ტურიზმი თუ ექსპორტი, რაც გვაქვს. ჩვენ უნდა გვქონდეს ისიც და ესეც - უნდა გვყავდეს ყველა ეროვნების ტურისტი. არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ არ გვინდოდეს რუსი და გვინდოდეს გერმანელი. ჩვენ უნდა გვყავდეს ირანელიც, რუსიც, გერმანელიც და აზერბაიჯანელიც, ტურისტული ბაზარი ერთმანეთით არ ნაცვლდება, არამედ ერთმანეთს ემატება", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ყველა ბაზრის შენარჩუნება.

„იგივე არის ღვინოზეც და სხვა პროდუქტზეც - რაც მეტი გავა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში - მეტი გავა სხვაგანაც. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ბიზნესს შევუნარჩუნოთ მომგებიანობა და შესაბამისად ეს ბაზრები შევუნარჩუნოთ", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics