|
2019-08-01 10:32:51, 1117 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას ორგანული საფუძველი არ გააჩნია
„როგორც მოსალოდნელი იყო და ეს ოფიციალურმა სტატისტიკამაც ცხადყო, არ არსებობს რაიმე ორგანული, ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული სიღრმისეული მიზეზი, რომელიც წლის პირველ 6 თვეში ლარის კურსზე ნეგატიურ როლს ითამაშებდა", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დღეს ყველაფერი მიგვანიშნებს, რომ ლარის კურსთან მიმართებაში შექმნილი პრობლემები, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური საინფორმაციო ფონით და გარკვეული სპეკულაციური მოლოდინებითა და განცხადებებით. „ერთი მხრივ, სახეზე გვაქვს პოზიტიური ეკონომიკური ზრდა, გაუმჯობესებული სავაჭრო ბალანსი, ინფლაცია გეგმის ფარგლებში. მეორე მხრივ, გვაქვს პრობლემები, რომლებიც შეიქმნა ლარის კურსთან დაკავშირებით - აქ ცალსახად ვხედავთ ისეთ ფაქტორებს, როგორიცაა ნეგატიური საინფორმაციო ფონი, სპეკულაციური განცხადებები. ზოგი ამას ნებსით აკეთებს, ზოგი - უნებლიედ და არის გარკვეული პანიკური განწყობების დათესვის მცდელობები. ძირითადად სწორედ ეს ფაქტორები მოქმედებს ლარის კურსზე", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე შეფასებით, ლარის კურსთან დაკავშირებით ნეგატიური მოლოდინები ხელოვნურია, არ არის სიღრმისეული და არ აქვს ორგანული მიზეზი. აქედან გამომდინარე, მინისტრის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება, რადგან მის გაუფასურებას არანაირი ორგანული საფუძველი არ გააჩნია. „ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ლარი დღეს ზედმეტად არის გაუფასურებული. ეს იმას ნიშნავს, რომ წესით, ლარი არ უნდა იყოს ახლა ამ ნიშნულზე, რადგან ეკონომიკა არ იძლევა ამის საფუძველს. აქედან გამომდინარე, რაც უფრო მალე მოხდება საინფორმაციო ფონის ნორმალიზაცია, რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდებით ყველა, მათ შორის, სხვადასხვა შინაარსის განცხადებების გაკეთებას, უფრო სწრაფად მივიღებთ პროცესების ნორმალიზებას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეკონომიკური პარამეტრები სრულ საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში ლარის კურსი უფრო ნორმალიზაციისკენ წავა. ჩვენ ყველამ უნდა შევუწყოთ ამას ხელი", - განაცხადა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ნეგატიური, აჟიოტაჟური ფონის ნორმალიზების შემთხვევაში ლარის კურსი თავად დასტაბილურდება. თუმცა, ეს ბერკეტებიც არის ეროვნული ბანკის ხელში და არის სრული მზადყოფნა, რომ ვითარების შესაბამისად, ეს ბერკეტებიც იქნას გამოყენებული. „აქედან გამომდინარე, არის ხედვა, არის ბერკეტები, რომლის გამოყენების მზადყოფნაც არსებობს. უბრალოდ, ეს ძალიან სერიოზული ანალიზის საფუძველზე უნდა გავაკეთოთ და არა აჟიოტაჟური მოწოდებების საპასუხოდ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
(NS)
„გახარია საქართველოსთვის“ მოსკოვსა და ცხინვალს შორის „შეთანხმების“ წინააღმდეგ რეზოლუციის ინიციატივით გამოდის
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)