|
2019-07-30 13:25:27, 1069 ნახვა
საზოგადოება
WIZZ AIR მგზავრებს ბათუმში დასვენებისკენ მოუწოდებს
აირჩიე ბათუმი, ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულება შენი შემდეგი მოგზაურობისთვის - ამ მოწოდებას WIZZ AIR-ის 2.5 მილიონზე მეტი მგზავრი ერთი თვის განმავლობაში მიიღებს. ბათუმში დასვენების მოწოდებით დაბრენდილ ჩასხდომის ბარათებს ავიაკომპანიის მგზავრები ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვას, გერმანიის, პოლონეთის, უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის მიმართულებებზე გაეცნობიან. WIZZ AIR-ის ყველა მგზავრი, რომელიც აღნიშნული 7 ქვეყნიდან ან მათი მიმართულებით ბილეთს ერთი თვის განმავლობაში შეიძენს ბათუმის რეკლამას ელექტრონულ ფოსტაზეც მიიღებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ბათუმის პოპულარიზაციას ევროპის უმსხვილესი, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის მეშვეობით 23 აგვისტომდე გააგრძელებს. “ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ უმსხვილესი ავიაკომპანიის თითოეულ მგზავრამდე მივიტანოთ ინფორმაცია დაისვენონ ევროპის სწრაფად მზარდ ტურისტულ ქალაქში. ამ შემთხვევაში რეგიონის რეკლამას ეცნობა ის მგზავრები, რომელთა ჩაფრენის ან გამოფრენის მიმართულება უკრიანასთან ერთად ჩვენი სამიზნე ევროპული ქვეყნებია. ჯამში, კი ეს ციფრი მინიმუმ 2,5 მილიონ მგზავრს ითვალისწინებს. აჭარის პოპულარიზაცია ასევე, დავიწყეთ National Geographic-ზე, სადაც წელს პირველად რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. პარალელურად ვმასპინძლობთ წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალიტებსა და ბლოგერებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის შესახებ სტატიებს, ბლოგებსა და რეპორტაჟებს აქვეყნებენ. აჭარის რეკლამას ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ სამიზნე ქვეყნებშიც, სადაც ჩვენი ცნობადობა მაღალია და შესაძლებელია პოტენციური ტურისტების საქართველოში მოგზაურობის სტიმულირება“, - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.
(NS)
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)