|
2019-07-30 10:29:27, 848 ნახვა
საზოგადოება
ყაზტრანსგაზი: ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდება
კომპანია „ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, მაგისტრალური გაზსადენი მილის დაზიანების გამო ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მოსახლეობის ნაწილს გაზის მიწოდება დროებით შეეზღუდება. „ძვირფასო აბონენტებო. გაცნობებთ, რომ ნუცუბიძის ფერდობისა და ვაშლიჯვრის დასახლების დამაკავშირებელი გზის მიმდებარედ მაგისტრალური გაზსადენი დაზიანდა. ამ ეტაპზე გაზსადენის სალიკვიდაციო და სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების გამო გაზის მიწოდება 29 ივლისის 23:00 საათიდან შეუწყდება მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ და კერძო დაწესებულებებს. გაზის მიწოდება 31 ივლისს დღის ბოლომდე ეტაპობრივად აღდგება. “, - აცხადებენ „ყაზტრასნგაზში“. „ყაზტრანსგაზი“ ბოდიშს იხდის შექმნილი დისკომფორტისთვის და მოსახლეობას მოუწოდებს, არ დატოვონ გაზის ონკანები უყურადღებოდ.
(NS)
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)