|
2019-07-29 17:07:40, 1500 ნახვა
საზოგადოება
„გააკონტროლეთ მედია“ - ლევან ვასაძე ლევან ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს
ბიზნესმენი ლევან ვასაძე პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს და მთავრობას მიმართავს, რომ მედია რეგულირების ქვეშ მოაქციოს. როგორც ვესაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სასწრაფოდ უნდა შეიქმნას მკაცრი რეგულირების მექანიზმები, რომლითაც მედიასაშუალებები და კონკრეტული ჟურნალისტები ცილისწამებისთვის და შეურაცხყოფისთვის უმკაცრესად დაისჯებიან. "მინდა მივმართო ბიძინა ივანიშვილს და ჩვენს მთავრობას, ჩვენს ხელისუფლებას - უნდა შეიქმნას სასწრაფოდ რეგულატორი, რომელიც დასჯის ცილისწამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, მათ შორის რელიგიური და ტრადიციული გრძნობების შეურაცხყოფისთვის უსასტიკესად დასჯის ამ მედიასაშუალებებს და პერსონალურად იმ ჟურნალისტებს, ვინც ამას იკადრებენ. ვერანაირ ეკონომიკას, ბატონო ბიძინავ და ძვირფასო მთავრობავ,და სტაბილურობას, ასეთი ფარღალალო, უპატრონო მედიაპოლიტიკის პირობებში ვერ შექმნით. აქედან წამოგითაქებენ და ლამის გადმოგიყირავებენ სახელმწიფოს ერთი ჩვეულებრივი მედიაპროვოკაციის მეშვეობით და გაზარალებენ კიდევ სამ მილიარდს ანუ გაგინულებენ ნებისმიერ თქვენს მოქმედებას, რომელსაც ისედაც, დიდად არ გეტყობათ, რომ რაღაცას აკეთებდეთ ქვეყნის სასიკეთოდ", - განაცხადა ლევან ვასაძემ. ვასაძემ განმარტა, რომ მკაცრი მედიარეგულატორი უნდა დაკომპლექტდეს ეროვნული, უმწიკლო ხალხით, რომელიც ქრთამს არ აიღებს. „ბევრი არ დაჭირდება ამ ლაჩარი ხალხის პირობაზე - ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას "მიარჭობ", თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ და თქვენით ნახავთ, როგორ დალაგდება ეს ქვეყანა. გამოიბერტყეთ ყურები, გამოიფშვნიტეთ თვალები და გააკონტროლეთ უმკაცრესი სახით მედია, რომელიც დასახლებულია უსინდისო და უკუღმართი ადამიანებით. სხვანაირად ამ ქვეყანას არაფერი ეშველება“, - აღნიშნა ვასაძემ.
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
უხვმა ნალექმა დედაქალაქის ათივე რაიონში პრობლემები შექმნა - თბილსერვის ჯგუფი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)