17:33 - 15 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-07-26 17:08:25, 2033 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი: კრიტიკულ ტელევიზიას ქვეყანაში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს

 „კრიტიკულ ტელევიზიას აქვს განსაკუთრებული საჯარო დატვირთვა ქვეყანაში“, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ომბუდსმენი „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებს დავით დვალსა დაა ჯარჯი აქიმიძეს შეხვდა და მათი მოსაზრებები მოისმინა.

 „იმდენი წელი არის გასული და იმდენი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული, ეს იყო საკმარისი იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება, არსებობს თუ არა ბრალის წარდგენის საფუძველი საქმეში თუ უნდა შეწყდეს გამოძიება. კრიტიკულ ტელევიზიას აქვს განსაკუთრებული საჯარო დატვირთვა ქვეყანაში და მისი სარედაქციო პოლიტიკის თუ სარედაქციო დამოუკიდებლობის შეცვლას ექნება გავლენა არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ტელევიზიაზე, არამედ ექნება გავლენა ქვეყანაში მედიაპლურალიზმსა და მედიის დამოუკიდებლობაზე, რაც აისახება უარყოფითად ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასა და მდგომარეობაზე“, - განაცხადა ლომჯარიამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics