|
2019-07-26 15:59:54, 2235 ნახვა
საზოგადოება
ხაზარაძე - პროკურატურამ უნიჭო განცხადებებით, 2 დღეში ქართულ კომპანიებს მილიარდი ლარი დააკარგვინა
პროკურატურამ უნიჭო განცხადებებით, 2 დღეში ქართულ კომპანიებს მილირდი ლარი დააკარგვინა, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლება მისსა და ბადრი ჯაფარიძის 2 მილიონს, 1 მილიარდიან ინვესტიციაში ცვლის. „5 წუთიანი დოკუმენტისა და მასალის გადმოსაცემად, პროკურატურამ ჩაატარა მესამედ ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგვინა ისედავ მყიფე საინვესტიციო რეპუტაცია, დააკარგვინა ძალიან მსხვილი ინვესტორები და ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბიჟაზე არიან 2 დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენმა ეკონომიკამ 2 დღეში პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ ქვეყანას მიაყენა უზარმაზარი ზარალი. დღეს ჩვენ აქ მოვედით და გავიგეთ პრესიდან, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ, ეს არის დღევანდელი მთავრობისა და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როცა მილიარდ ლარ ინვესტიციას, ბადრი და მამუკას 2 მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვლაპარაკობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფლებას აქვს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები, არასდროს კანონი არ დაგვირღვევია, ბოლო 29 წლის განმავლობაში რაც ბიზნეს ვაკეთებთ“, - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)