|
2019-07-26 13:32:49, 958 ნახვა
საზოგადოება
დვალი: უახლოეს დღეებში ხალვაშს შევხვდები - ჩემი პრინციპია, R2 უნდა იყოს დამოუკიდებელი
მაქვს რაღაცა წითელი ხაზი, რითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული და თავისუფალი ტელევიზია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა დავით დვალმა პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატების შეხვედრის წინ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც დვალმა აღნიშნა, გუშინ „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე დღეში არხის მფლობელ ქიბარ ხალვაშსაც შეხვდება და მისგან შემოთავაზებებს მიიღებს. „მინდა გითხრათ, რომ პირველი ნაბიჯი გადაიდგა, გუშინ საღამოს შევხვდით პაატა სალიას. ინფორმაცია გავცვალეთ და ითქვა, რომ ალბათ უახლოეს დღეებში შედგება შეხვედრა ქიბარ ხალვაშთანაც. დაახლოებით გამაცნო, თუ რა მდგომარეობაა ტელევიზიაში. სანამ ხალვაშს არ შევხვდები, თავს შევიკავებ რამე კომენტარი გავაკეთო ამ თემაზე, მე მგონი ყველას კარგად გახსოვთ, რომ ხმამაღლა და ნათლად იყო გაცხადებული ხალვაშის დაპირება რაში მდგომარეობდა. ვნახოთ, შევხვდებით და მხოლოდ ამის შემდგომ მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას. მე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ მე მაქვს რაღაცა წითელი ხაზი, რითაც შეთავაზება ვერ იქნება მიღებული. პრინციპულია, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს დამოუკიდებელი, კრიტიკული და თავისუფალი ტელევიზია. თუ ამის გარანტია არ იქნება, შემოთავაზებებს ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა დავით დვალმა.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)