|
2019-07-26 10:27:33, 980 ნახვა
საზოგადოება
შსს ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შინაგან საქმეთა სამინისტრო ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 25 ივლისს, 24:00 საათიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩის კვეთიდან ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე ავტომანქანების მოძრაობა აიკრძალება. „აღნიშნულიდან გამომდინარე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს შემდეგი მიმართულებებით: - ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე ვაკის პარკის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები დიმიტრი არაყიშვილის ქუჩის გავლით მოძრაობას გააგრძელებენ როგორც ირაკლი აბაშიძის ქუჩის მიმართულებით, ასევე, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ცალმხრივად, ან ნინო რამიშვილის ქუჩის მიმართულებით. - ზაქარია ფალიაშვილისა და დიდიმ მირცხულავას ქუჩების კვეთიდან ავტომანქანები იმოძრავებენ ზაქარია ფალიაშვილის ქუჩის გავლით, ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც უკვე ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩის გავლით გავლენ ილია ჭავჭავაძის გამზირზე და იმოძრავებენ მხოლოდ ვაკის პარკის მიმართულებით, ცალმხრივად. - რაც შეეხება, ვაკის პარკიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანებს, ისინი ილია ჭავჭავაძის გამზირზე იმოძრავებენ მხოლოდ ლადო კავსაძის ქუჩის კვეთამდე, საიდანაც მოძრაობას გააგრძელებენ ლადო კავსაძის ქუჩის გავლით, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე, მრგვალი ბაღის მიმართულებით, ასევე, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ილია ჭავჭავაძის გამზირისა და ლადო კავსაძის ქუჩის კვეთიდან ზურაბ ავალიშვილის ქუჩით, ე.წ. ახალ გზაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)