|
2019-07-25 10:27:16, 958 ნახვა
საზოგადოება
მარჯვენა სანაპიროზე გაზსადენების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
გაზგამანაწილებელი კომპანია დედაქალაქის მასშტაბით გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესს ახორციელებს. დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგება გაზგამანაწილებელი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მუდმივად ცდილობდა გაზსადენებისა და დაზიანებული მილების რეაბილიტაციას. კომპანიის ახალმა მფლობელებმა, ქალაქის გაზმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, რამდენიმე მილიონის ინვესტიცია განახორციელეს. დედაქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს გაზსადენების რეაბილიტაციისა და სრულიად გამოცვლის პროცესი. ასეთი სამუშაოები მტკვრის მარჯვენა სანაპიროზეც მიმდინარეობს. 1962 წელს აშენებული, თბილისის მკვებავი საშუალო წნევის გაზსადენზე, რომელიც ძალიან ამორტიზებული და დაზიანებულია, რეაბილიტაციის პროცესი მიმდინარეობს. 1300 მეტრის გაზსადენი მთლიანად შეიცვლება ახალი, თანამედროვე პოლიეთილენის მილით. შედეგად გაცილებით გაუმჯობესდება დედაქალაქის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგება.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)