|
2019-07-25 10:12:56, 986 ნახვა
საზოგადოება
რუსლან აბაშიძე უმაღლეს სასწავლებლებში ოკუპირებული აფხაზეთიდან აბიტურიენტების ჩარიცხვის გადაწყვეტილებას ეხმაურება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძის ეხმაურება გადაწყვეტილებას საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტების გამარტივებული წესით ჩარიცხვის შესახებ. „მსურს გამოვეხმაურო, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დარეგისტრირებული აბიტურიენტებისთვის გამარტივებული წესით ჩარიცხვის გადაწყვეტილებას, რომელთაც ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის გამო არ მიეცათ თავისუფალი გადაადგილების საშუალება და შესაბამისად ვერ მოახერხეს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიღება. მივესალმები საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა აბიტურიენტს, განურჩევლად ეროვნებისა, მიეცეთ საშუალება სწავლა გააგრძელონ მათ მიერ არჩეულ უმაღლეს სასწავლებელში და არ მოხდეს მათი უფლებების შელახვა, მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. მინდა მივულოცო ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა სტუდენტს უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა და ვუსურვო მათ წარმატებები“, - აღნიშნა რუსლან აბაშიძემ.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)