|
2019-07-22 16:44:34, 1817 ნახვა
საზოგადოება
ქვემო სამგორის რამდენიმე მისამართზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
სამგორის რაიონის გამგეობა სხვადასხვა მისამართზე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს. ქვემო სამგორში მიმდინარე სამუშაოები რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა სოსო ბურდულაძემ დაათვალიერა. საგზაო სამუშაოები გარდაბნის გზატკეცილზე, პირველ ჩიხში მიმდინარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე ამ დროისთვის, ასფალტის საფარის დასაგებად მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, რომლის ღირებულება 27 ათასი ლარია, 540 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს სამგორის გამგეობის დაკვეთით, შპს „არსაკიძე 2000“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს მოსკოვის გამზირის N48ა კორპუსის მიმდებარედაც. პროექტის ფარგლებში, შიდა ეზოები მოწესრიგდება, ასფალტის საფარი კი 560 კვ.მ ფართობზე დაიგება. ასევე, მოეწყობა ბორდიური და ტროტუარი. პროექტის განსახორციელებლად სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან 20 000 ლარი გამოიყო და მას გამგეობის კონტრაქტორი კომპანია „არსაკიძე 2000“ ახორციელებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ფარგლებში, შიდა ეზოები ასევე, წესრიგდება და ბორდიური ეწყობა მოსკოვის გამზირის N19 და N35 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე. აღნიშნულ მისამართებზე ჯამში, 1 000 კვ.მ ფართობი მოწესრიგდება. სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგეობის დაფინანსებით, „სატრანსპორტო სამშენებლო კომპანია“ ასრულებს.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)