|
2019-07-22 10:36:14, 2968 ნახვა
რეგიონი
წალენჯიხაში ჩაის მწარმოებელთან შეხვედრა გაიმართა
ქართული ჩაის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაწყვეტის გზებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და ჩაის მწარმოებლებმა წალენჯიხაში გამართულ შეხვედრაზე იმსჯელეს. სოლომონ პავლიაშვილმა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, მალხაზ თორიასთან ერთად, ჩაის რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში რეაბილიტირებული პლანტაციები დაათვალიერა და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურის მიერ ჩაის კომბინირებული აგრერატის მუშაობას გაეცნო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამას, რომლის მიზანიც საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტიანად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის წარმოების ზრდის ხელშეწყობა, შედეგად, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა. პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია, რომელიც მოსახლეობის დასაქმებასა და მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 2016-2018 წლების მონაცემებით, 959 ჰა ფართობ ჩაის პლანტაციის რეაბლიტაცია განხორციელდა, რომლის ჯამური ინვისტიციაც 2,5 მილიონ ლარამდეა. ფერმერებთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აგროსაინჟინრო კვლევის სამსახურმა ჩაის მოვლა-მოყვანისთვის განკუთვნილი კომბინირებული აგრერატი წარმოადგინა, რომლის საცდელი ნიმუშის გამოცდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. აგრერატი ერთდროულად 4 ფუნქციას - გასხვლას, დაქუცმაცებას, სასუქის შეტანასა და ნიადაგის დამუშავებას ახორციელებს. უახლოეს მომავალაში, მინსკის სატრაქტორო ქარხანასთან ერთად, აგრერატის სრულყოფა იგეგმება, რომელიც ფერმერებს საგრძნობლად შეუმსუბუქებს შრომას. შეხვედრას სამეგრელოს მაჟორიტარი დეპუტატი, გოგა გულორდავა, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო აკადემიის, სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის, ადგილობრივი ხელისუფლების და ადგილობრივი საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
თბილისის აეროპორტი: ჩვეულ რეჟიმში ვოპერირებთ, მხოლოდ 3 რეისი გადამისამართდა
პაპუაშვილი – იუნკევიჩიენეს მოასინჯინეს ნიადაგი ქართულ ეკლესიაზე თავდასხმისთვის, ახლა მნიშვნელოვანია მკაცრი რეაქცია
ბოჭორიშვილი: საქართველოს წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტიტუტების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მცდელობები გრძელდება
„ევექსი ლაბის“ ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)