|
2019-07-20 12:19:44, 1555 ნახვა
საზოგადოება
ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო
თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების ორგანიზებით, ახალგაზრდულ საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამები მოიცავს, ბანაკებს ბაზალეთის სასწავლო ცენტრში და ლაშქრობებს თბილისის გარშემო. ბანაკებში და სალაშქრო ტურებში მონაწილეობა სტუდენტებს და 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ. პროგრამები განხორციელდება რამდენიმე ნაკადად. ბანაკების 4-დღიანი პროგრამა ითვალისწინებს განთავსებას, კვებას, ტრანსპორტირებას, საგანმანათლებლო, სპორტულ - კულტურულ და გასართობ აქტივობებს. ლაშქრობის ერთი ნაკადის ხანგრძლივობა შეადგენს ორ დღეს. ლაშქრობის დროს ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კარვებით, სალაშქრო აღჭურვილობით, კვებით, კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით. ლაშქრობები განხორციელდება თბილისის გარშემო. საზაფხულო ახალგაზრდული პროგრამების მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში ახალი უნარ-ჩვევების განვითარებას, საგანმანათლებლო, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში მონაწილეობას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების გართობისა და აქტიური დასვენების ხელშეწყობას ზაფხულის პერიოდში. საზაფხულო ბანაკების და ლაშქრობების შესახებ დეტალური ინფორმაცია, პროგრამა, ლოკაციები, ნაკადების განრიგი და ელექტრონული რეგისტრაციის პირობები შეგიძლიათ იხილოთ სარეგისტრაციო ბმულზე: www.youthtbilisi.ge პროგრამებზე ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 20 ივლისს და 30 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამების განხორციელების პერიოდი: აგვისტო - სექტემბერი
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)