|
2019-07-19 17:33:18, 1291 ნახვა
საზოგადოება
თოიძის N30-ში ავარიული სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს
ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, თოიძის N30-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონით სახლის საძირკვლისა და კედლების გამაგრება, ლითონის კუთხოვანებით ფანჯრებისა და კარების ღიობების მოჩარჩოება ხდება. ასევე, შეიცვლება საერთო სარგებლობის კიბე. შენობის მძიმე ავარიულობიდან გამომდინარე, საჭირო გახდა ნაგებობის ნაწილის დემონტაჟი. ამ ეტაპზე, აღნიშნული ნაწილის მშენებლობა მიმდინარეობს. საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ დაათვალიერა. „თოიძის N30-ში, თბილისური ტიპის ეზოში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, საცხოვრებელი სახლი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. სახლის ავარიულობა ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისთვის საფრთხეს წარმოადგენდა. ჩვენი ინიციატივითა და მოსახლეობასთან შეთანხმებით, ავარიული შენობის გამაგრების სამუშაოები დავიწყეთ, მოსახლეობას კი დროებით, საცხოვრებელი სახლის დატოვება მოუწია. სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება და ადგილობრივები შეძლებენ, რეაბილიტირებულ საცხოვრებელ სახლში დაბრუნდნენ“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ. სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია „მშენებელი +“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 166 000 ლარია. მიმდინარე წელს ჩუღურეთის რაიონში კაპიტალურად თბილისური ტიპის რვა საცხოვრებელი სახლი გამაგრდა, ხოლო ათ მისამართზე გამაგრების სამუშაოები ამ დროისთვის მიმდინარეობს.
(NS)
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ არაკომერციული ორგანიზაცია „ბათუმის რუსები“ არასასურველად გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)