|
2019-07-19 15:12:28, 1240 ნახვა
საზოგადოება
კრწანისის რაიონში კიდევ ერთი თანამედროვე სკვერი ეწყობა
კრწანისის რაიონის გამგეობამ გორგასალის ქუჩის N39-ის მიმდებარედ სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. ახალი სკვერი 600 კვ.მ-ზე განთავსდება და თანამედროვე ინვენტარით აღიჭურვება. პროექტის ფარგლებში, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა სატრენაჟორო კომპლექსი, საბავშვო ატრაქციონები, ბილიკები, კიბისა და გზისპირა მოაჯირი, წყლის შადრევანი და გარე განათების ქსელი. სკვერი გამწვანდება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარით და საბაღე გაზონი მოეწყობა. ასევე, დამონტაჟდება სკამები და ტერიტორია დეკორატიული ფილებით მოპირკეთდება. ამ ეტაპზე, სკვერის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის დაწყებამდე, კრწანისის რაიონის გამგებელი ლევან ჯაფარიძე ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და პროექტის დეტალები გააცნო. „წლების განმავლობაში, ადგილობრივ მცხოვრებლებს სურვილი ჰქონდათ, რეკრეაციული სივრცე მოწყობილიყო, რადგან აღნიშნული ტერიტორია, ფაქტობრივად ნაგავსაყრელად იყო ქცეული. თანამედროვე ტიპის სკვერების მოწყობა კრწანისის გამგეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რაც შეიძლება მეტი რეკრეაციული სივრცე და დასასვენებელი ადგილი შევუქმნათ მოსახლეობას. 2019 წლის დასაწყისიდან დღემდე, კრწანისში უკვე ხუთი სკვერი მოეწყო, მსგავსი ტიპის სამუშაოები პარალელურად, ოთხ მისამართზე მიმდინარეობს“, - აღნიშნა ლევან ჯაფარიძემ. გორგასალის ქუჩაზე სკვერის მოწყობისთვის კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 265 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს შპს „ინსტალ +“ მიმდინარე წლის ოქტომბერში დაასრულებს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)