|
2019-07-19 12:23:46, 1057 ნახვა
საზოგადოება
IRI - ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი( IRI) საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, საქართველოში ნატო-ში გაწევრიანების მომხრეთა რაოდენობა შემცირდა. ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას სრულად გამოკითხულთა 49%; უჭერს, რაც 2009 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ნატო-ში შესვლას გარკვეულწილად მხარს უჭერს 19%; გარკვეულწილად ეწინააღმდეგება 6%; სრულად ეწინააღმდეგება 13%. რაც შეეხება კითხვას, როდის გახდება საქართველო ნატო-ს წევრი, შედეგები ასე გადანაწილდა: გამოკითხულთა 16% მიიჩნევს, რომ საქართველო ნატო-ს წევრი 2023 წლის შემდეგ გახდება, 15% ფიქრობს, რომ არასდროს. გამოკითხულთა 3-3% ფიქრობს, რომ საქართველო ალიანსში 2020, 2022 ან 2023 წელს გაწევრიანდება, 1% კი მიიჩნევს, რომ 2021 წელს. კითხვაზე პასუხი გამოკითხულთა 59%-ს არ აქვს. ამასთან, ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ეს საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას - 34%; თავდაცვას - 12%; დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას 8%; სტაბილურობასა და მშვიდობას 8%; ეკონომიკურ გაძლიერებას 6%; ხოლო სამხედრო მხარდაჭერას 5%. ცნობისთვის, IRI-ს დაკვეთით საზოგადოებრივი აზრის კვლევა IPM-მა, 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 1500 ადამიანი. კვლევის ცდომილება 2.5%-ია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)