|
2019-07-18 16:38:34, 1471 ნახვა
საზოგადოება
ბარონ დე ბაის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დიდ დიღომში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ ქუჩაზე ასფალტის საფარი ამ დრომდე არ არსებობდა და მოსახლეობა გრუნტის გზით სარგებლობდა. სამუშაოების ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის თანახმად, საგზაო ინფრასტრუქტურა საერთო ჯამში, 8 615 კვადრატული მეტრის ფართობზე მოწესრიგდება. საგზაო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „მიმდინარე წელს, დიდი დიღომში, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები ხორციელდება. უკვე სამი ქუჩის კეთილმოწყობა დასრულდა, ოთხ ქუჩაზე კი საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორისაა, ბარონ დე ბაის ქუჩა, რომლის რეაბილიტაციის შემდეგ, მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოუგვარდება და გრუნტის გზის ნაცვლად, მოწესრიგებული გზით ისარგებლებენ“, - განაცხადა საბურთალოს გამგებელმა. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 1 244 370 ლარია, გამგეობის დაკვეთით, კომპანია „იბერი“ აწარმოებს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)