|
2019-07-18 14:23:05, 1212 ნახვა
საზოგადოება
გვარამია - თუ ომი იქნება, ვიომებთ - R2-ის თანამშრომლებმა უნდა თქვან, წავიდე თუ დავრჩე
„სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, - ამის შესახებ „რუსთავი „-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პოსტს მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუკი ამას სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლები ჩათვლიან საჭიროდ. „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებმა უნდა განსაზღვრონ მთავარი. მხოლოდ მათ გადაწყვეტილებას და დამოკიდებულებას იმგვარს, რომ მე ჯობია რომ წავიდე, დავემორჩილები, სხვაგვარად, ჩემი გათავისუფლება შეუძლებელია ამ ეტაპზე. მარგამ მათ გადაწყვეტილებას, ადამიანურს, აუცილებლად დავემორჩილები, თუ ესე ჩათვლიან საჭიროდ. ვიდრე ეს გადაწყვეტილება მათ არ მიუღიათ და არც ვიცით რა გადაწყვეტილება მიიღეს და ალბათ იტყვიან, მე მათ მაგივრად ვერაფერს ვერ გეტყვით, მანამდე მე არ ვაპირებ „რუსთავი 2“-ის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემას. ქიბარ ხალვაშს საერთოდ არ განვიხილავ აქტორად, „რუსთავი 2“-ის მოწინააღმდეგე, ჩემი, ჩემი კოლექტივის, ჩემი კოლექტივის სარედაქციო დამოუკიდებლობის, ჩემი უმაღლესი კვალიფიკაციის დასავლურ ფასეულობებზე მომუშავე ჟურნალისტების და ყველა დანარჩენის, ვინც ამ კომპანიაშია, ბიძინა ივანიშვილისთვის უფლების მიცემას, რომ ეს ყველაფერი გასრისოს ერთ დღეში, არ ვაპირებ. არც შემთხვევით არ მაცვია კამფულიაჟი, პირდაპირ გეუბნებით, სრულიად შეგნებულად ვაკეთებ განცხადებას, ომი თუ იქნება, ჩვენ ვიომებთ“, - აღნიშნა გვარამიამ. ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი 6-მა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო 1 წინააღმდეგი იყო.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)