|
2019-07-18 11:03:17, 832 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა „მწვანე ბანაკში“ მიიღო მონაწილეობა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა CENN-ის მიერ აქტიური მასწავლებლებისთვის ორგანიზებულ მწვანე ბანაკში მიიღო მონაწილეობა. ცენტრის დირექტორის მოადგილემ ეკატერინე ბენდელიანმა მასწავლებლებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილდა იმ აქტივობებზე, რომელშიც მასწავლებლებს სამომავლოდ შეეძლებათ ჩართვა და ცენტრთან თანამშრომლობა. ღონისძიების ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა ისაუბრა ატმოსფერული ჰაერის დამბინძურებლების, დაბინძურების წყაროებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მათი ზეგავლენის შესახებ. ასევე, ატმოსფერული ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით არსებული წინსვლაზე, ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის გაუმჯობესებაზე. მან დამსწრე საზოგადოებას დეტალურად გააცნო სამინისტროს მიერ შექმნილი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი www.air.gov.ge, რომელიც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აძლევს შესაძლებლობას, უწყვეტად მიიღოს ინფორმაცია ჰაერის ხარისხის შესახებ საქართველოს ყველა იმ ქალაქიდან, სადაც ჰაერის ხარისხზე დაკვირვება მიმდინარეობს. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჯიმში მიმდინარეობდა და მასწავლებლებმა მათ მიერ დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)