|
2019-07-17 16:21:58, 1670 ნახვა
საზოგადოება
კანდელაკი: ივანიშვილმა განგვიცხადა, რომ ბრიყვია ყველა ვინც რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლებაზე საუბრობს
"ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანშვილის განცხადებებს ეხმაურება. როგორც კანდელაკმა აღნიშნა, "ქართულმა ოცნებამ" დაადასტურა, რომ მას სურს რუსულ ბაზარზე იყოს დამოკიდებული. „ბიძინა ივანიშვილმა განგვიცხადა, რომ - ბრიყვია ყველა ვინც საუბრობს რუსული ბაზრის ევროპულით ჩანაცვლებაზეო და პრემიერმაც გუშინ გვითხრა, რომ - დიახ გამართლებული იყო 13 მილიონი ლარის ხარჯვარუსეთის ბაზარზე ჩვენი დამოკიდებულების ზრდაშიო. მაშინ როდესაც, მაგალითად: ერთი ბრიტანელი ტურისტი სამჯერ მეტს ხარჯავს ვიდრე რუსი ტურისტი და რუსი ტურისტები როგორც ჩამოდიოდნენ ისე ჩამოვლენ მომავალში და არავინ მათი ჩამოსვლის წინააღმდეგი არ არის. რატომ არ შეიძლებოდა, რომ მაგალითად ეს ფული მიგვემართა მაგალითად ბრიტანეთში საქართველოს რეკლამაზე?! ან გერმანიაში საქართველოს რეკლამაზე, საიდანაც ქუთაისის აეროპორტში ძალიან დაბალ ფასად არის იაფიანი რეისები. რატომ არ შეიძლება ეს ფული მიგვემართა ქუთაისის აეროპორტის ტერმინალის გაფართოების დასრულებაზე?! რომელსაც ერთ წლიანი ჩამორჩენა აქ რის გამოც ვერ ამატებს „wizzair” რეისებს იმ ინტენსიობით რა ინტენსიობითაც სურს. ანუ ბატონმა ბახტაძემ და ივანიშვილმა გვითხრეს, რომ - დიახ ქართული ოცნების პოლიტიკაა, რომ ჩვენ დამოკიდებული ვიყოთ რუსეთზე ეკონომიკაში", - განაცხადა კანდელაკმა.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)