|
2019-07-17 12:28:31, 1195 ნახვა
საზოგადოება
N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას წიგნები გადაეცა
წიგნი ციხის ბიბლიოთეკას - ასე ჰქვია კამპანიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრთან“ ერთად ჩაატარა. კამპანიის ფარგლებში ორივე უწყების წარმომადგენლები N6 პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და წიგნების გადასცეს. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თათია ხოჭოლავას განცხადებით, კამპანია იუსტიციის მინისტრის ინიციატივითა და უშუალოდ, მსჯავრდებულთა თხოვნით დაიგეგმა. მასში ორივე უწყების თანამშრომლები აქტიურად ჩაერთვნენ და 330-მდე წიგნი შეგროვდა. „პენიტენციურ დაწესებულებაში მრავალფეროვან და განახლებულ ბიბლიოთეკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეაბილიტაციის პროცესში. N6 დაწესებულების ბიბლიოთეკა კი ყველაზე მეტად საჭიროებდა განახლებას. წიგნი არა მხოლოდ ცოდნისა და ინფორმაციის მიღების საუკეთესო საშუალებაა, არამედ იგი მსჯავრდებულს დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობას აძლევს. კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები თემატიკისა და ჟანრის მიხედვით გადაირჩა. ყველაზე მეტი წიგნი N6 დაწესებულებას ერგო, ხოლო წიგნების ნაწილი N5 (ქალთა) და N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებების ბიბლიოთეკებს გადაეცემა. დარწმუნებული ვარ, კამპანიის ფარგლებში შეგროვებული წიგნები საინტერესო იქნება მოცემულ დაწესებულებებში განთავსებული პატიმრებისთვის,“- განაცხადა თათია ხოჭოლავამ, რომელმაც საზოგადოებას აღნიშნულ კამპანიაში ჩართულობისკენ მოუწოდა. მეექვსე დაწესებულების ბიბლიოთეკის განახლებაში დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თითქმის ყველა თანამშრომელი მონაწილეობდა. ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცა ახლად გამოცემული შემეცნებით-საგანმანათლებლო და მხატვრული ლიტერატურა. მათ შორის არის როგორც თანამედროვე, ისე კლასიკოსი ავტორების მიერ შექმნილი ნაწარმოებების მრავალტომეულები, სათავგადასავლო ლიტერატურა და სხვა. პენიტენციური დაწესებულებების ბიბლიოთეკების მხარდამჭერი კამპანია მომავალშიც გაგრძელდება.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)