|
2019-07-17 11:53:49, 1761 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნესომბუდსმენი - ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია
დღეს ბიზნეს გარემოს მთავარი გამოწვევა რუსული ტურისტული ემბარგოს მოსალოდნელი შედეგებია, - ამის შესახებ ირაკლი ლექვინაძემ მედიასთან ბიზნესომბუდსმენის აპარატის 2019 წლის 6 თვის საქმიანობის სტატისტიკის პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ლექვინაძემ ისაუბრა რუსული ბაზრიდან მისაღები შემოსავლების შესაძლო შემცირებაზე და განაცხადა, რომ არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია. „საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტამ და ტურისტული ნაკადების მკვეთრმა შემცირებამ შესაბამისი ასახვა უკვე მოახდინა ტურისტულ ინდუსტრიაზე და მასთან დაკავშირებულ დარგებზე.არსებულ ვითარებაში მნიშვნელოვანია ბაზრების კიდევ უფრო მეტი დივერსიფიკაცია, რის შესაძლებლობასაც დღეს მოქმედი საერთაშორისო თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები იძლევა“, - ამბობს ლექვინაძე. ირაკლი ლექვინაძის თქმით, შექმნილმა მოლოდინებმა გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსის ახალი წონასწორობის წერტილის ფორმირებაზე. „აღნიშნული ფაქტორების გავლენით დღევანდელი ბიზნეს გარემოსთვის გამოწვევად რჩება კურსის მერყეობა, რადგან გავლენა მომხმარებლის მსყიდველობითუნარიანობაზე, კურსთაშორის სხვაობების დანაკარგები ბიზნესისთვის დამატებითი ხარჯია. ასეთ დროს მნიშვნელოვანია პოლიტიკური პროცესის ზეწოლის ნეიტრალიზაცია და ეროვნული ბანკის მხრიდან მაქსიმალური კოორდინაცია და კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ნეგატიური მოლოდინების წილი ვალუტის კურსის ფორმირების პროცესში მინიმალური იყოს“, - განაცხადა ბიზნესომბუდსმენმა. მისივე განმარტებით, აქტუალურ საკითხებად რჩება თამბაქოს ინდუსტრიაზე თამბაქოს კონტროლის შესახებ მიღებული ახალი რეგულაციების გავლენასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, საბანკო რეგულაციების გავლენა სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სექტორზე. ამას გარდა, ბიზნესომბუდსმენი აპარატი მუშაობს რძის ნაწარმის დღგ-ისგან გათავისუფლების შესახებ. ასევე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილია ბიზნესომბუდსმენის სამართლებრივი დასკვნა, რომლითაც ბიზნესომბუდსმენის ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებას, რათა სესხის გამცემ სუბიექტებს მიეცეთ შესაძლებლობა დაიბრუნონ 2019 წლამდე ე.წ. ესტონური მოდელის ნორმების შესაბამისად, გადახდილი მოგების გადასახადი.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)