|
2015-07-06 12:29:16, 380 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს, პარლამენტში განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს
„პარლამენტი ხალხის მიერ არჩეულია და მოსახლეობას ყოველდღიური შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, რომ აქ განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს ინტერფრაქციული ჯგუფის და ღია პარლამენტის სამუშაო შეხვედრის დასაწყისში განუცხადა. მისივე თქმით, პარლამენტში, არჩევნებამდე, სერიოზული ღონისძიებები იქნება გატარებული. არჩევნებამდე შორია, მაგრამ უკვე გპირდებით, რომ პარლამენტში სერიოზული ღონისძიებები იქნება გატარებული იმისთვის, რომ პარლამენტის საქმიანობა იყოს უფრო ღია და ხელმისაწვდომი ჩვენი მოქალაქეებისთვის. კონცეფცია აქ არის მარტივი. პარლამენტი არჩეული ხალხის მიერ და მას უნდა ჰქონდეს ყოველდღიური კომუნიკაცია საზოგადოებასთან ყველა იმ საკითხზე რაც პარლამენტში იხილება. ეს კომუნიკაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცალმხრივი, რათა ჩვენს მოსახლეობას ვამცნოთ, რა გადავწყვიტეთ, ეს უნდა იყოს ორმხირივი, მოსახლეობას საშუალება უნდა ჰქონდეს ყოველდღიური შესაძლებლობა, რომ განსახილველ საკითხებზე საკუთარი პოზიცია უკეთ გამოხატოს. ამ მიზნით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან სამოქალაქო სექტორი და დეპუტატები, მუშაობენ ამ თემაზე. დღევანდელ სხდომაზე 18 საპროექტო მონახაზი იხილება და იმედი მაქვს, რომ დღეს მუშაობა დასრულდება შემდეგი წელიწადნახევრის მანძილზე განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ. ხშირად არის ჩივილი, რომ კომიტეტის სხდომაზე უცებ ჩნდება საკითხი, რომელიც წინასწარ არ იყო დღის წესრიგში და დაინტერესებულ პირს არ ჰქონდა საშუალება ამ თემას გაცნობოდა. ერთის მხრივ, ეს გარდაუვალია რადგან ცხოვრება დინამიურია და შეიძლება ეს თემა გუშინ გაჩნდა, მაგრამ მეორეს მხრივ ბოროტად არ უნდა ვისარგებლოთ ამ ტიპის ნოვაციებით. დარწმუნებული ვარ, რომ სამუშაო ჯგუფი კონკრეტულ გადაწყვეტილებამდე მივა და მომავალი ერთი წლის განმავლობაში ჩვენი პარლამენტი გახდება მართლა ჩვენი, კიდევ უფრო ჩვენი მოქალაქეების, თქვენი, ყველასი, ვისაც ეს ორგანო ეკუთვნის”, - აღნიშნა უსუფაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)