|
2019-07-16 16:06:21, 1055 ნახვა
საზოგადოება
საია - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის და მწერალთა სახლის რეორგანიზაცია დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 აპრილის #213 დადგენილების თანახმად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის რეორგანიზაციის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. კერძოდ, მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის შემთხვევაში, მათი რეორგანიზაციის საფუძველზე, ახალი სსიპ - ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი უნდა შექმნილიყო, ხოლო კიდევ ექვსი სსიპ, სხვა სსიპ-ებს უნდა მიერთებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. „გადაწყვეტილების მიღებიდან დღემდე, რეორგანიზაციის ნუსხაში მოხვედრილი არაერთი სსიპ-ის წარმომადგენელმა მომართა საიას. შესაბამისად, მიმდინარე წლის ივნისში, საიამ წერილობით მიმართა უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს და ყველა იმ დოკუმენტის ასლი მოითხოვა, რომელიც სამინისტროს სისტემაში არსებული სსიპ-ების რეორგანიზაციას დაედო საფუძვლად.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საიას მიაჩნია რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომლის საფუძველზეც მწერალთა სახლის და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის რეორგანიზაცია განხორციელდა დაუსაბუთებელი და ნაჩქარევი იყო“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)