|
2019-07-16 12:38:44, 1256 ნახვა
საზოგადოება
მიწის ნაკვეთის ზონირების კორექტირების შემთხვევაში, მოქალაქეებმა დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით წარმოდგენილი რეკომენდაციებით, როდესაც საქმე ეხება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების ზონირების კორექტირების საკითხს, მუნიციპალიტეტს შეუძლია, რამდენიმე მიმართულებით იმსჯელოს. როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მსგავსი მიწის ნაკვეთების მფლობელებს შეუძლიათ, დედაქალაქის მერიას მიმართონ და ზონირებასთან დაკავშირებით, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. „როგორც მოგეხსენებათ, დედაქალაქის საკრებულომ ჩვენი ინიციატივით, ცოტა ხნის წინ დაამტკიცა თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, რომელმაც არსებითად შეცვალა ზონირება, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ, კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შეეცვალათ ფუნქციური დანიშნულება. თუ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს გენგეგმის მიღებამდე ჰქონდა სამშენებლო ზონის სტატუსი, დღეს კი რეკრეაციული ან სატყეო სტატუსი მიენიჭა, ეს კერძო მესაკუთრისთვის პრობლემას წარმოადგენს. სხვათა შორის, გენერალურ გეგმაზე როდესაც მიდიოდა მუშაობა, ერთადერთი შემაფერხებელი, რის გამოც მისი მიღება ვერ ხდებოდა, სწორედ ეს საკითხი იყო, თუ როგორ მოვქცეულიყავით, რა გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ასეთ დროს. შესაბამისად, ეს ყველაფერი გენერალურ გეგმაში უკვე გაწერილია, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ასეთ შემთხვევაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა მოქალაქეებს აღნიშნული მიმართულებით, აქტიურობისკენ მოუწოდა. „იმ მოქალაქეებს, ვისაც სიტუაცია გაუუარესდათ, გენგეგმის მიხედვით შეუძლიათ, მუნიციპალიტეტს მომართონ და ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს, რომ ისინი არ დაზარალდნენ. ამიტომ იაქტიურეთ და მოგვმართეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
(NS)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)